Friday, March 6, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი  იყო: ვისწავლე ჩვენი პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე,წარმოვადგინეთ პრეზენტაციები და განვიხილეთ.თითოეული მათგანი საინტერესო იყო.ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები
  უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო, საინტერესო ტრენინგისათვის, დაუზარელი დამოკიდებულებისთვის, გულისხმიერებისთვის, დიდი მადლობა.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად დააჭირეთ ბმულს

Wednesday, March 4, 2015

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მერვე დღე  კიდევ უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან ვისწავლე როგორ შევქმნა  კითხვარი. მიმაჩნია რომ აქ მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემ მოსწავლეებთან ურთიერთობაში, სხვადასხვა აქტივობების გამოყენების დროს. მიმაჩნია, რომ ასეთი ტრენინგები პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის საუკეთესოა.დიდი მადლობა.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად დააჭირეთ ბმულს

Friday, February 27, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღე ჩემთვის  იყო ძალიან საინტერესო, რადგან ვიმსჯელეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე; შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, ვიმუშავეთ ბლოგზე და დავამატეთ ჯაგეტები. ვისწავლე ვიდეოს დადება ბლოგზე.